ირანში მიწისძვრის შედეგად 51 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 13:37 | 01.12.2017
ნანახია: 837

სულ მცირე 51 ადამიანი დაშავდა მიწისძვრის შედეგად ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
სეისმოლოგიური ცენტრის განცხადებით, ქერმანის პროვინციაში დილით 5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ბიძგები პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრიდან  65 კმ-ში დაფიქსირდა.

ნოემბრის შუა რიცხვებში ქერმანშაჰის პროვინციაში დამანგრეველ მიწისძვრას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე