გერმანიაში საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 13:24 | 01.12.2017
ნანახია: 824

30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა გერმანიაში მრავლბინიან სახლში. ინციდენტი ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალის ოლქის  ქალაქ ბერგკამენში მოხდა. დაშავებულთაგან შვიდი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ცეცხლი განზრახ გააჩინეს. სახლის კორიდორში ავტომობილის დამწვარი საბურავები იპოვეს.

მაშველებმა ადამიანები სახლის სახურავიდან კიბის მეშვეობით ჩამოიყვანეს. სახლის მაცხოვრებელთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.  






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე