მამაკაცმა ტატუს გამო შესაძლოა მთელი ცხოვრება “მექსიკური ულვაშები” ატაროს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 13:11 | 01.12.2017
ნანახია: 1306

ბრიტანელმა მამაკაცმა, რომელმაც შვებულების დროს მექსიკური ულვაშების ფორმის დროებითი ტატუ გაიკეთა, ალერგიული რეაქციის გამო შესაძლოა მთელი ცხოვრება ეს ულვაშები ვერ მოიშოროს.

28 წლის ლესტერელი სანტექნიკოსი არონ მაიი ბენიდორმში ისვენებდა. მეგობართან ერთად სახეზე მექსიკური სტილის ულვაშების ფორმის დროებითი ტატუს გაკეთება გადაწყვიტა. შემდეგ კი კოსტიუმირებულ წვეულებაზე გაემართა.

უკვე მეორე დღეს არონის სახე ბუშტუკებით დაიფარა. შვებულების ბოლოს ადამის ნახატი მთლიანდ გაქრა, არონის სახე კი მისივე თქმით საჰაერო ბუშტს დაემსგავსა.

თვითმფრინავის ბორტზე არონს სუნთქვის უკმარისობა დაეწყო და ის დაფრენისთანავე საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში გაირკვა, რომ შეშუპება და ბუშტუკები ალერგიული რეაქცია იყო პარაფენილენდიამინზე, რომელსაც ხშირად უმატებენ უხარისხო საღებავში.

ექიმებმა არონს აცნობეს, რომ მექსიკური ულვაშების ფორმის ნაიარევი საუკეთესო შემთხვევაში  ნახევარი წლით დარჩება, უარეს შემთხვევაში კი მთელი ცხოვრების განმავლობაში. ექიმებმა პაციენტს ურჩიეს კანის გადანერგვაზე ეფიქრა.

ახალგაზრდა მამაკაცი ცდილობს თავის მდგომარეობას იუმორით შეხედოს. დამწვრობა თავისი ფორმით მაღლა აპრეხილ ულვაშებს გავს. მის გვერდით მყოფი ადამიანები მის დანახვაზე სიცილს ვერ იკავებენ. არონის თქმით, მისმა გარეგნობამ სიცილი სამედიცინო პერსონალსა და აეროპორტში საპასპორტო კონტროლის თანამშრომელთა შორისაც კი გამოიწვია.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე