ტერორიზმში ბრალდებულები საქართველოში არალეგალური გზით შემოვიდნენ - შს მინისტრი

საქართველო, თბილისი - 12:58 | 01.12.2017
ნანახია: 1336

შს მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, ყველა დეტალი დგინდება. მისივე თქმით, პირველადი მონაცემებით, ტერორიზმში ბრალდებულები საქართველოში არალეგალური გზით შემოვიდნენ.

,,ერთმნიშვნელოვნად მინდა, მოგახსენოთ, რომ ყველა დეტალი, ყველა ნიუანსი დღეის მდგომარეობით დგინდება. პირველადი მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო არალეგალური გზა და შესაბამისად, უახლოეს პერიოდში, ეს ყველა დეტალი იქნება გამოკვლეული და გექნებათ ყველა კითხვაზე პასუხი" - აღნიშნა გახარიამ.

მინისტრის ინფორმაციით,  ქობულეთში ჩატარებულ სპეცოპერაციას თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან კავშირი არ აქვს.

,,სრული პასუხისმგებლობით მინდა განგიცხადოთ, რომ ქობულეთში ჩატარებულ სპეცოპერაციას არანაირი კავშირი არ აქვს თბილისში ჩატარებულ ოპერაციასთან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რამდენიმე დღის წინ ქობულეთში ქალი დააკავეს. ამოღებულია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე