უნივერსიტეტზე თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:39 | 01.12.2017
ნანახია: 773

სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა და 37 დაიჭრა პაკისტანში უნივერსიტეტის კამპუსზე მომხდარი თავდასხმის შედეგად.
ნიღბიანი თავდამსხმელები კამპუსის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და სტუდენტებს ცეცხლი გაუხსნეს. მედიის ცნობით, მათ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში შეღწევაც შეძლეს.

შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და არმიის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულნი. სპეცოპერაციის შედეგად ყველა ტერორისტის ლიკვიდირება მოახდინეს. ბოლო მონაცემებით, თავდასხმაში 4 ტერორისტი მონაწილეობდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე