არგენტინამ წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის დაღუპვა აღიარა

საქართველო, თბილისი - 12:05 | 01.12.2017
ნანახია: 964

არგენტინამ წყალქვეშა ნავის „სან ხუანის“ ეკიპაჟის გადარჩენის ოპერაცია შეწყვიტა. ამის მიუხედავად, თავად სუბმარინის ძებნა კვლავ გაგრძელდება. „სან ხუანი“ 15 ნოემბრიდან კავშირზე აღარ გამოსულა.

ხელისუფლების განცხადებით, ამ ხნის განმავლობაში წყალქვეშა ნავის ვერანაირ კვალს  ვერ მიაგნეს.

„დიდი ძალისხმევის მიუხედავად ნავი ვერ ვიპოვეთ, გადარჩენილები არ იქნებიან“, - განაცხადა ქვეყნის სამხედრო -საზღვაო ძალების წარმომადგენელმა.

წყალქევშა ნავმა კავშირზე გამოსვლა უშუაიას პორტიდან გამოსვლის შემდეგ შეწყვიტა.  

ბორტზე 44 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის არგენტინის ისტორიაში პირველი წყალქვეშა მეზღვაური ქალი ელიანა მარია კრავჩიკი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე