მამაკაცმა 5 წლის გერი დანით დაჩეხა და ცხედარი დაწვა

საქართველო, თბილისი - 11:19 | 01.12.2017
ნანახია: 1354

25 წლის მამაკაცმა თავისი ხუთი წლის გერი დანით დაჩეხა და შემდეგ მისი ცხედარი დაწვა. ამერიკის მიჩიგანის შტატის მცხოვრებმა ტომას მაკელენმა გოგონა იმის გამო გაიმეტა, რომ მან ის გააღვიძა და საჭმელი სთხოვა.

გოგონა მშიერი იყო და მამინაცვალს საჭმელს სთხოვდა, მკვლელის თქმით, ბავშვის თავიდან მოშორება სცადა, მაგრამ ის მაინც არ ეშვებოდა. ამის შემდეგ მამაკაცმა ლუნას რმდენჯერმე დაარტყა.

სასამართლოზე ტომასმა განაცხადა, რომ გოგონა წინააღმდეგობას უწევდა, რის შემდეგაც მან ჯიბის დანა ამოიღი და გულ-მკერდის არეში რამდენჯერმე დაარტყა.

როდესაც მას გოგონას რეაქციაზე ჰკითხეს, მამაკაცმა უპასუხა: „ის ტიროდა და ახველებდა. ოღონდ მცირე ხნით“.

შემდეგ ტომასმა ბავშვის ცხედარს პლედები გადააფარა და დაწვა. ინციდენტის დროს ლუნას დედა სახლში არ იმყოფებოდა. გოგონას ცხედარი მეხანძრეებმა იპოვეს.

მაკელანს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე