ირანში, 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველო, თბილისი - 10:49 | 01.12.2017
ნანახია: 929

ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ქერმანიდან 58 კილომეტრში დილის 6:30 წუთზე დაფიქსირდა. 

სეისმოლოგების ცნობით, 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დამანგრეველ მიწისძვრად ფასდება და მძიმე ზიანის მოტანა შეუძლია, თუმცა მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე