საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია დღეს მოსკოვში მიემზგავრება

საქართველო, თბილისი - 10:40 | 01.12.2017
ნანახია: 979

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია დღეს მოსკოვში მიემზგავრება. სამი მღვდელმთავარი რუსეთის დედაქალაში პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება. პატრიარქ კირილეს მიპატიჟების მიუხედავად, მოსკოვში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მიდის ილია მეორე. ვიზიტში მონაწეილობას არ მიიღებს არც მისი მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი.

დელეგაციას პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე უხელმძღვანელებს.

დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ასევე საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი.

კირილეს მიწვევა ილია მეორემ თბილისში მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევისგან ერთი თვის წინ მიიღო. ამავე შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთისა-საქართველოს ეკლესიები ერთობლივად გეგმავენ მუშობას.

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში სავარაუდოდ, ამ კომისიის საკითხსაც განიხილავს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე