ხელისუფლებამ, ფაქტობრივად კარს მიღმა გადაწყვიტა, ვინ იქნებოდა სახალხო დამცველი - სერგო რატიანი

საქართველო, თბილისი - 18:36 | 30.11.2017
ნანახია: 1296

ხელისუფლებამ, ფაქტობრივად კარს მიღმა გადაწყვიტა თუ ვინ იქნებოდა სახალხო დამცველი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, რომელიც სახალხო დამცველად ნინო ლომჯარიას არჩევას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ის იმედს გამოთქვამს, რომ ლომჯარია პრინციპული და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული იქნება.

,,სახალხო დამცველი არჩეულია და ჩვენ იმედს გამოვთქვავთ რომ ის იქნება პრინციპული და კრიტიკული ხელისუფლების მიმართ. პრინციპული როდესაც საქმე შეეხება პოლიტპატიმრებს, მედიის თავისუფლებას და პრინციპული იქნება, როდესაც საქმე შეეხება ადამიანის უფლებების უმცირესობების დაცვას", - განაცხადა რატიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე