ლონდონის მერი ბრიტანეთში დონალდ ტრამპის ვიზიტის გაუქმების მოწოდებით გამოდის

საქართველო, თბილისი - 18:26 | 30.11.2017
ნანახია: 854

ლონდონის მერი სადიკ ხანი გამოდის მოწოდებით, გაუქმდეს ბრიტანეთში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაგეგმილი სახელმწიფო ვიზიტი იმის გამო, რომ ტრამპმა ტვიტერით გაავრცელა ბრიტანელი ულტრამემარჯვენეების მესიჯი.

მერმა დღეს განაცხადა, რომ ტრამპი რეკლამას უკეთებს „საძაგელ, ექსტრემისტულ ჯგუფს“ და რომ არ არის სასურველი ბრიტანეთში მისი ოფიციალური ვიზიტი.

ტრამპმა ბევრის აღშფოთება გამოიწვია, როცა 29 სოციალურ ქსელ ტვიტერით გაავრცელა ბრიტანეთის ულტრამემარჯვენე ჯგუფის, „ბრიტანეთი უპირველეს ყოვლისა“, ასევე ტვიტერით გამოქვეყნებული მასალა - განხეთქილების წამქეზებელი და გადაუმოწმებელი ვიდეოჩანაწერები, რომლებიც მუსლიმების ძალადობას ასახავს. ბრიტანეთში სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტის გაუქმებას.

ამასობაში ტრამპი გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის პრესმდივნის განცხადებას, რომელშიც „არასწორად“ იყო მოხსენიებული აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ულტრამემარჯვენეთა მესიჯის გავრცელება. ტერეზა, ჩემზე ნუ გაამახვილებ ყურადღებას - ყურადღება გაამახვილე დამანგრეველ რადიკალურ ისლამურ ტერორიზმზე, რომელიც ბრიტანეთშიაო - დაწერა ტრამპმა ტვიტერში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე