არ არსებობს იმაზე დიდი პატივი, რომ იყო საქართველოს სახალხო დამცველი - ლომჯარია

საქართველო, თბილისი - 17:37 | 30.11.2017
ნანახია: 1314

,,ალბათ, არ არსებობს იმაზე დიდი პატივი ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, რომ იყოს საქართველოს სახალხო დამცველი", -ამის შესახებ სახალხო დამცველის პოსტზე არჩეულმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა და ყველას მოუწოდა, იყვნენ მაქსიმალურ კონტაქტზე სახალხო დამცველთან.

,,ამხელა მხარდაჭერის მაჩვენებელი ჩემთვის სიმართლე გითხრათ, მოულოდნელი იყო კრიტიკული შეფასებები ფონზე. მე მზად ვარ, რომ ყველა ადამიანთან, ვისაც კითხვები ჰქონდა, ვითანამშრომლო, მოვუსმინო მათ პრეტენზიებს და ვუპასუხო. მე შევუდგები საქმიანობას მას შემდეგ, რაც მოქმედ სახალხო დამცველს ამოეწურება უფლებამოსილების ვადა. პირველი რაც იქნება, გავეცნობი არსებულ ვითარებას აპარატში. მოვუწოდებ ყველას, იყვნენ მაქსიმალურ კონტაქტზე სახალხო დამცველთან. მე ვიქნები ძალიან გახსნილი მათთან. ძირეული ცვლილებები იქნება თუ არა, ამაზე მას შემდეგ ვისაუბრებ, რაც მივალ აპარატში და გავეცნობი მდგომარეობას. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პროფესიონალიზმი იყოს წინა პლანზე”,- განაცხადა ლომჯარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე