სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გახდა

საქართველო, თბილისი - 16:49 | 30.11.2017
ნანახია: 1386

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, მომავალი 5 წლის განმავლობაში, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იქნება. 

პარლამენტმა ომბუდსმენად ნინო ლომჯარია 96 ხმით, 5-ის წინააღმდეგ აირჩია.

საკანონმდებლო ორგანომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს, ნინო ლომჯარიასა და გიორგი ფოფხაძეს კენჭი დღევანდელ სხდომაზე უყარა.

კენჭისყრამდე დეპუტატებმა „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილ კანდიდატს, გიორგი ფოფხაძეს ინტერნეტით მოუსმინეს.

ნინო ლომჯარია კანდიდატად მმართველმა გუნდმა წარადგინა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე