ორი მცირეწლოვანის სისხლში კოკაინის კვალი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 16:28 | 30.11.2017
ნანახია: 1362

იტალიის  ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება ცოლ-ქმრისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რომელთა მცირეწლოვანი შვილების სისხლში კოკაინის კვალი აღმოაჩინეს.

გასულ კვირას რვა თვის ბიჭი და მისი ორი წლის და კარაბინერებმა ავტომობილში იპოვეს, რომელიც ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ ბორგო-სან-ჯაკომოში ავტოსადგომზე იდგა.

ბავშვები რამდენიმე საათის განმავლობაში ცივ მანქანაში უყურადღებოდ 44 წლის მამამ დატოვა, რომელიც სათამაშო ავტომატების დარბაზში წავიდა.  

მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ბავშვების დედა ახლომდებარე საავტომობილო გზაზე პროსტიტუციით იყო დაკავებული.

ბავშვები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მათ სისხლში კოკაინის კვალი აღმოაჩინეს.  

რვა თვის ბიჭის სისხლში კოკაინის არსებობის მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო დედის რძის მიღება, თუ ქალი იმ დროს კოკაინს მოიხმარდა.

თუმცა ორი წლის გოგონას შემთხვევაში მსგავსი ვერსია კრიტიკას ვერ უძლებს.

გარემოებებს სწავლობენ პროკურატურის გამომძიებლები, რომელთა გადაწყვეტილებით ცოლ-ქმარს ფაქტობრივად მშობლის უფლებები დროებით ჩამოერთვათ. 

ბავშვები ამ დროისათვის სპეციალიზირებულ ბავშვთა დაწესებულებაში იმყოფებიან.

მშობლის უფლებების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ადგილობრივი სასამართლო მიიღებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე