ლონდონის მერს Twitter-სკანდალის შემდეგ დონალდ ტრამპის მიღება არ სურს

საქართველო, თბილისი - 15:47 | 30.11.2017
ნანახია: 877

ლონდონის მერს სადიკ ხანს არ სურს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლონდონში ჩავიდეს ტრამპის მიერ Twitter-ში გაზიარებული მორიგი  სკანდალური ვიდეორგოლების შემდეგ.
როგორც ცნობილია, ტრამპმა თავის აქაუნტში განათავსა ანტიმუსულმანური შინაარსის შემცველი ვიდეორგოლები. ვიდეორგოლები ბრიტანული ულტრამემრჯვენე ორგანიზაცია Britain First-ის ერთ-ერთმა ლიდერმა გამოაქვეყნა.

ორ სიუჟეტში, რომელთა ნამდვილობა უცნობია, სავარაუდოდ მუსულმანი იმიგრანტები თავს ესხმიან ადამიანებს და ქალწულ მარიამის ქანდაკებას ამტვრევენ.

 „პრეზიდენტმა ტრამპმა Twitter-ი გამოიყენა იმისათვის, რომ რეკლამა გაეკეთებინა ექსტრემისტების ამაზრზენი ჯგუფისთვის, რომელიც მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ დათესოს გათიშულობა და ზიზღი ჩვენს ქვეყანაში. ახლა უფრო მეტად ცხადია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ნებისმიერი ოფიციალური ვიზიტი მისასალმებელი არ იქნება“, - განაცხადა ხანმა.

ამასთან მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის წარმომადგენელმა უკმაყოფილება გამოთქვა ტრამპის ტვიტებთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ისევ Twitter-ის მეშვეობით ბრიტანელ პრემიერს მოუწოდა ყურადღება ტერორიზმთან ბრძოლაზე გაემახვილებინა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე