სააკაშვილის დაპატიმრება ძვირად დაუჯდებათ ივანიშვილს და პოროშენკოს - გოცირიძე

საქართველო, თბილისი - 15:19 | 30.11.2017
ნანახია: 1366

მიხეილ სააკაშვილი არის ევროპული მასშტაბის პოლიტიკოსი და მისი დაპატიმრება და საქართველოში მისი ექსტრადირება ძვირად დაუჯდებათ ივანიშვილს და პოროშენკოს, -ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

,,მიხეილ სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელსაც ძალიან ადვილად გადაყლაპავენ, ყელში გაეჩხირებათ. მიხეილ სააკაშვილის მხარესაა სიმართლე და ის არის ევროპული მასშტაბის პოლიტიკოსი. მასთან ურთიერთობა ბევრს გადაიყოლებს და სერიოზული პრობლემებიც შეექმნებათ და შეიძლება პოლიტიკურ სამარეშიც წავიდეს ბევრი",–განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა კიევში გუშინ, საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პეტრე პოროშენკომ მისი ციხეში ჩასმის ბრძანება ქვეყნის მთავარ პროკურორს მისცა. მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ მომხრეებს მოუწოდა მისი დაკავების შემთხვევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი ადმინისტრაციებისა და ძალოვანი უწყებების შენობების ბლოკირება მოახდინონ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე