თურქეთში ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირისთვის 50 ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:11 | 30.11.2017
ნანახია: 893

თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა 50 ადამიანი ფეთჰულაჰ გიულენის  ოპოზიციურ ორგანიზაციასთან (FETO) კავშირისთვის დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან სამხედრო მფრინავებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულების დაკავების ორდერები ესკიშეჰირის პროვინციის პროკურატურამ გასცა.

ამბოხებულებმა თურქეთში სამხედრო გადატრიალება 2016 წლის 16 ივლისს სცადეს.

მოვლენები ძირითადად ანკარასა და სტამბოლში განვითარდა. დაიღუპა 240-ზე მეტი მოქალაქე, 2 ათასზე მეტი კი დაიჭრა.

ამბოხის შემდეგ თურქეთში 50 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. სამსახურებიდან კი 140 ათასზე მეტი საჯარო მოხელე დაითხოვეს.

ხელისუფლებამ FETO სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში დაადანაშაულა. თავად გიულენმა, რომელიც აშშ-ში იმყოფება, ამბოხი დაგმო და ბრალდება უარყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე