„ევროპის ქალის“ წოდება ფედერიკა მოგერინის მიენიჭა

საქართველო, თბილისი - 14:51 | 30.11.2017
ნანახია: 876

2017 წლის „ევროპის ქალის“ წოდება ნომინაციაში „ქალი ხელისუფლებაში“ ევროკავშირის ევროკომისარს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, იტალიელ ფედერიკა მოგერინის მიენიჭა.

საპატიო წოდება „ევროპის ქალი“ ოთხ ნომინაციაში გადაეცემა.

პრედენდენტებს „საერთაშორისო ევროპული მოძრაობის“ წარმომადგენლები არჩევენ.

 „ევროპის ქალის“ წოდებაზე ნომინირებულნი არიან ევროპელი ქალები, რომლებმაც პირადი წვლილი შეიტანეს ევროპული პროექტის განვითარებაში, ასევე თანამშრომლობდნენ ევროპის შესახებ დებატებში ქალთა მონაწილეობის გაფართოებასა და მომავალზე.

 „ევროპის ქალის“ წოდება პირველად 2016 წლის დეკემბერში მიანიჭეს. მაშინ ევროკომისარი დანიელი მარგარეტ ვესტაგერი გახდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე