მელანია ტრამპის მიერ შერჩეული თეთრი სახლის საშობაო დიზაინი გააკრიტიკეს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 14:36 | 30.11.2017
ნანახია: 1386

აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა თეთრი სახლი თავისი გემოვნებით მორთო. სოციალური ქსელის  მომხმარებლებმა გადაწყვიტეს, რომ დიზაინი ისეთივე ცივია, როგორც დონალდ ტრამპის მეუღლე.

მელანია ტრამპმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მას გემოვნებისა და სტილის შეუდარებელი გრძნობა აქვს. ყოველ შემთხვევაში პირველი ლედის ჩაცმულობას თუ შევაფასებთ, ამის შესახებ ეჭვის გაჩენის მიზეზი არ არსებობს. თუმცა პირველმა ლედიმ გადაწყვიტა შორს წასულიყო და თეთრი სახლის მოსართავად დიზაინერის სამუშაოც შეითავსა.

ზოგიერთი მომხმარებელი პრეზიდენტის რეზიდენციის მორთულობით მოიხიბლა. თუმცა უმეტესობამ თეთრი სახლის საშობაო ინტერიერი გააკრიტიკა. ინტერნეტში ამ თემასთან დაკავშირებით უამრავი ხუმრობა გაჩნდა. ბებრს მოეჩვენა, რომ, თეთრი ხეებით მორთული კორიდორი სიბნელში ისე გამოიყურება, როგორც კადრები საშინელებათა ფილმებიდან „ნათება“ და „ზარი“.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე