პიდარასტული სულის ქონას, არ ჯობია გეი იყო - იუნა შაფათავა

საქართველო, თბილისი - 14:13 | 30.11.2017
ნანახია: 3618

ჩოხებში გამოწყობილი წყვილის გეი-ქორწინებას აშშ-ში მცხოვრები მსახიობი იუნა შაფათავა „ფეისბუკპოსტით“ ეხმაურება.

,,მგონი ძალიან დისკრიმინაცია გამოგდით. ეროვნული ტანსაცმელი ყველასია, გეისაც და ტრანსგენდერისაც, ლესბოსელისაც,შავისაც და თეთრისაც. გამახსენდა, ფერისცვალების ეკლესიაში ქართველი გოგო იწერდა ჯვარს, ლამაზ ტანად შავ ბიჭთან. კაციშვილი ნათესავი არ იყო, 2-3 კაცი მეგობარი. ბედნიერებას გისურვებთ მეთქი- რა მადლიერი იყო ის გოგო... გეი ჩოხას თუ ჩაიცმევს, მაგით ქართველ კაცებს კაცობა თუ მოაკლდებათ - რაც არ აქვთ, რას მოაკლებენ... არ ვიცი, შოვინიზმში და ნაციზმში, დისკრიმინაციაში იხრჩობით და ეს მხოლოდ ჩამორჩენილობას ნიშნავს. მოგწონთ თუ არ მოგწონთ, ეროვნული სამოსი ყველასია. გეობა იმ ბოდიში - ტრაკობასთან შედარებით, რასაც ვითომ კაცები ერთმანეთს უჩალიჩებთ- ბავშვის ტიტინია... პიდარასტული სულის ქონას, არ ჯობია გეი იყო, აი რა თქვენი საქმეა, ვის ვისთან და როგორ აქვს სექსი?"- წერს შაფათავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე