ელისაბედ მეორე პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილს არ დაესწრება

საქართველო, თბილისი - 13:20 | 30.11.2017
ნანახია: 2119

 ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მომავალი წლის გაზაფხულზე დაქორწინდებიან. იმის მიუხედავად, რომ ცერემონიამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა დარჩენილი, ბრიტანელები დიდი ინტერესით განიხილავენ მომავალ ქორწილს. გამოცემა The Zoe Report-ი ამტკიცებს, რომ ელისაბედ მეორე, იმის მიუხედავად, რომ  ქორწინება დალოცა, საყვარელი შვილიშვილის ქორწილს არ დაესწრება.

კათოლიკე მარკლი ანგლიკანურ მრევლს შეუერთდება, მაგრამ არც ეს იქნება საკმარისი სიტუაციის გამოსასწორებლად. საქმე იმაშია, რომ დედოფალი ანგლიკანური ეკლესიის ხელმძღვანელია, რომელიც განქორწინებების წინააღმდეგია.

მეგანი ერთხელ უკვე იყო გათხოვილი, მისი საქმროს ბებია კი ტრადიციებს დიდ პატივს სცემს.  

ამავე მიზეზით ელისაბედ მეორე არ დასწრებია ვაჟის - ჩარლზის ქორწილს 2005 წელს, როდესაც ის კამილა პარკერ ბოულზზე დაქორწინდა. თუმცა ელისაბედი შვილის ქორწილის საპატივსაცემოდ გამართულ მიღებაზე იმყოფებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე