ეკა ბესელია ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს დაუჭერს

საქართველო, თბილისი - 11:34 | 30.11.2017
ნანახია: 1270

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

ბესელიას შეფასებით, ეს პროცესი ძალიან საპასუხისმგებლოა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ ძალიან მაღალი წარმოდგენა და დამოკიდებულება აქვს, რის გამოც ომბუდსმენის ინსტიტუტისთვის გასული ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამე გაკეთდა.

„საკითხზე გუნდში კონსულტაციები გვქონდა და უმრავლესობამ ლომჯარიას კანდიდატურა წარადგინა. საერთო გადაწყვეტილებაში მეც ვმონაწილეობდი და ბუნებრივია, ლომჯარიას მხარს დავუჭერ. რაც შეეხება გიორგი ფოფხაძეს, მას ვიცნობ, ის ძალიან ნიჭიერი და გამოცდილი ადამიანია”, – განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატებს ნინო ლომჯარიასა და გიორგი ფოფხაძეს კენჭს დღევანდელ სხდომაზე უყრიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე