აშშ დაინტერესებულია, რომ ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში იყოს კანონის უზენაესობა - იან კელი

საქართველო, თბილისი - 11:02 | 30.11.2017
ნანახია: 929

„აშშ დაინტერესებულია, რომ ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, კანონის უზენაესობა და კანონზე დამორჩილებულობა, ასე რომ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით”, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

,,მოგეხსენებათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ არის წევრი ევროსასამართლოსი, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს ინტერესი ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, კანონის უზენაესობა და კანონზე დამორჩილებულობა, ასე რომ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კელიმ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე