ქმარი ცოლს Facebook-ზე ყოველი ლაიქისთვის სასტიკად სცემდა

საქართველო, თბილისი - 11:01 | 30.11.2017
ნანახია: 1146

ახალგაზრდა ურუგვაელი ქალი ადოლფინა კამელი ორტიგოზა საკუთარი ქმრის მძევალი აღმოჩნდა, რომელიც Facebook-ზე ყოველი ლაიქის გამო ცოლს სასტიკად უსწორდებოდა. როგორც The Daily Mail-ი წერს, გოგონა ცემის შედეგად სიკვდილის პირას აღმოჩნდა.

32 წლის პედრო ჰერიბერტო გალაანოს 21 წლის ცოლი მისი ნების წინააღმდეგ სახლში ჰყავდა დამწყვდეული, სცემდა და აუპატიურებდა მას. მამაკაცი მიიჩნევდა, რომ ადოლფინა ყველასთან ღალატობდა, ვინც მის პოსტებს იწონებდა.

როდესაც პოლიციელებმა გოგონა იპოვეს, მას ყბა მთლიანად ჰქონდა ჩამსხვრეული და სახესა და სხეულზე მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. პოლიცია მამაკაცის მამამ გამოიძახა. ის ეჭვობდა, რომ მისი ვაჟი ცოლს სცემდა და ფიქრობდა, რომ გოგონა ამდენ ცემას ვეღარ გაუძლებდა.

გოგონას სახეზე რთული ოპერაცია ჩაუტარდა. აგრესორი ქმარი დააკავეს. გალაანოს 30 წლამდე პატიმრობა და დიდი ოდენობით ჯარიმის გადახდა ემუქრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე