თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა შუალედური კორიდორისა და აბრეშუმის გზის ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა
საქართველო, თბილისი - 18:35 | 28.11.2017 ნანახია: 1093თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კავშირგაბმულობის მინისტრმა, აჰმედ არსლანმა შუალედური კორიდორის პროექტებში აბრეშუმის გზის ინიციატივის მონაწილე სხვა ქვეყნების ჩართვის მიზანშეწონილობაზე ისაუბრა.
„ჩვენ ვაშენებთ, გვირაბებს, ხიდებს და ეს ყველაფერი ჩვენი ამოცანებია. თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, - დიახ, ჩვენ ვთანამშრომლობთ კორიდორის ასპექტში, მაგრამ ეს არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ამ სამი ქვეყნით. ჩვენ გვჭირდება, რომ ეს თანამშრომლობა იყოს სხვა ქვეყნებთან ამ სარტყელის გასწვრივ.“ - განაცხადა „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის“ პანელის ფარგლებში აჰმედ არსლანმა.
თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კავშირგაბმულობის მინისტრმა ისაუბრა ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე შუალედური კორიდორის პროექტის მიზნების რეალიზებისათვის. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა თურქეთის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, რომლითაც აჰმედ არსლანის განცხადებით მეზობელი ქვეყნებიც შეძლებენ სარგებლობას. „თურქეთი წამყვანი ქვეყანაა აბრეშუმის გზის გეოგრაფიაში.ჩვენ არ ვიზღუდებით მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ ვახორციელებთ ისეთ საფინანსო მოდელს, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის კერძო სექტორს მიიზიდავს.“ - აღნიშნა მან.
პოლიტიკა
- ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
- სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- "თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს, ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა