მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა გრძელდება
საქართველო, თბილისი - 18:32 | 28.11.2017 ნანახია: 111628 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ვახტანგ ლაშქარაძე მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ვაჭრობის ხელშეწყობისა და კანონშესაბამისობის დირექტორატის ხელმძღვანელს, ანა ინოჰოსას შეხვდა. მაღალი რანგის სტუმარი საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ელექტრონული ვაჭრობის, ასევე საბაჟო აღსრულებისა და ავტომატიზირებულისისტემების თაობაზე ისაუბრეს. განიხილეს ჩვენს ქვეყანაში მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარე პროგრამები და პროექტები, მათ შორის: მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული ექსპერტები, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) კონტეინერების კონტროლის პროგრამა, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული - ტვირთების შერჩევის სისტემა (WCO CTS), მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ტრანზიტის განახლებული სახელმძღვანელო, RILO (Regional Intelligence Liaison Office), საბაჟო პროცედურების დროს გახარჯული დროის გაზომვა (Time Release Study) და სხვა. ანა ინოჰოსამ მაღალი შეფასება მისცა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლობას მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასთან.
თავის მხრივ, ვახტანგ ლაშქარაძემ მზადყოფნა გამოთქვა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე და ხაზი გაუსვა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სხვადასხვა ინსტრუმენტების პრაქტიკული და ქმედითი შედეგების მიღების მიზნით, თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გამართულ ორმხრივ შეხვედრამდე, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ვაჭრობის ხელშეწყობისა და კანონშესაბამისობის დირექტორატის ხელმძღვანელი, ანა ინოჰოსა„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ერთ-ერთ სესიაზე გამოვიდა სიტყვით.
აღნიშნული სესია ელექტრონული ვაჭრობის საკითხს ეძღვნებოდა. ფორუმის დელეგატებმა ვაჭრობის განვითარების კუთხით, ელექტრონული კომერციის შესაძლებლობები, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის, ელექტრონული კომეერციის დადებითი მხარეები განიხილეს.
პოლიტიკა
- ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
- სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- "თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს, ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა