სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა „ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრი“ მოინახულეს

საქართველო, თბილისი - 18:30 | 28.11.2017
ნანახია: 983

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, კომისიის წევრებთან ერთად, „ფონიჭალის ახალგაზრდულ ცენტრში“ იმყოფებოდა. 

საკრებულოს წარმომადგენლებს თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ხელმძღვანელმა კახა აბულაძემ  ცენტრის შენობა დაათვალიერებინა და მისი ფუნქციონირებისა და მოქმედი სასწავლო პროგრამების  შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრები ახალგაზრდულ ცენტრში მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ყველა უბანში იყოს მსგავსი სასწავლო ცენტრები, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ სხვა და სხვა შემეცნებითი და ინტელექტუალური საქმიანობით დაკავდნენ“,- განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ. 

მისივე თქმით, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია,  ადგილობრივ თვითმმართველობას დაქვემდებარებული ყველა სპორტულ და ახალგაზრდულ ცენტრებში მიმდინარე სასწავლო პროცესების გაცნობას გეგმავს. 
აღსანიშნავია, რომ „ფონიჭალის ახალგაზრდულ ცენტრში“ ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა  სასწავლო კურსები  ფუნქციონირებს. ცენტრის სერვისებით სარგებლობა ახალგაზრდული და ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციებისთვის უფასოა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე