,,ნაციონალური მოძრაობა“ ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს უჭერს

საქართველო, თბილისი - 18:00 | 28.11.2017
ნანახია: 1206

,,ნაციონალური მოძრაობა“ ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს უჭერს, - ამის შესახებ ნიკა მელიამ ნინო ლომჯარიასთან ოპოზიციური ფრაქციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

,,მნიშვნელოვანია, რომ ომბუდსმენის შერჩევა მოხდეს სამოქალაქო სექტორის მიერ და ამის შემდეგ გახდეს არჩეული ესა თუ ის კანდიდატი.  ნაციონალური მოძრაობა ამზადებს კანონპროექტს რადგან სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით იქნას შერჩეული მთავარი უფლებადამცველი. მიუხედავად იმისა, რომ გამჭირვალედ არ წარმართა ხელისუფლებამ პროცესი, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოების მიერ შერჩეულ კანდიდატს. თუ არ გამართლდა იმედები, ვიტოვებთ უფლებას, რომ ვიყოთ მწვავეები კრიტიკაში,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

დღეს, სახალხო დამცველის კანდიდატ ნინო ლომჯარიას ,,ქართული ოცნებაში" შემავალი ფრაქციები უსმენდნენ. მის კანდიდატურას მხარს არ უჭერს ,,ეროპული საქართველო“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე