მერაბიშვილის დანაშაულთან მიმართებაში სტრასბურგის სასამართლოს არ უმსჯელია - დავით მათიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:31 | 28.11.2017
ნანახია: 1436

„აქ არ არის საუბარი იმაზე, რამდენად კანონიერია ვანო მერაბიშვილის პატიმრობა. სტარსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტულ ეპოზოდს ეხება'',- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

,,სტარსბურგის სასამართლო თვლის, რომ ამ კონკრეტულ ეპიზოდთან მიმართებაში გამოძება სრულფასოვნად არ იქნა ჩატარებული. ეს ეპიზოდი ეხება ვანო მერაბიშვილის უკვე დაპატიმრების შემდგემ არსებულ სიტუაციას. მის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშრებულ საკითხზე და ზოგადად, მის დანაშაულთან მიმართებაში, სტრასბურგის სასამართლოს არც უმსჯელია და ვერც იმსჯელებდა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.  

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ძალაში დატოვა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წელს გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე, რომლის თანახმად მერაბიშვილი მთავარ პროკურორთან შესახვედრად და მასზე ზეწოლის მოსახდენად საპატიმროდან მალულად გამოიყვანეს. სასამართლომ საქართველოს ხელისუფლება მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა, მათ შორის მე-18 მუხლის, რომელიც კრძალავს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვას სხვა მიზნებისთვის. ეს გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში გასული წლის ოქტომბერში გაასაჩივრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე