უნდა დამთავრდეს საუბარი პოლიტიკურ დევნაზე, პოლიტიკურ პატიმრებზე, რომლებიც ციხეში არიან - გიგა ბოკერია

საქართველო, თბილისი - 15:26 | 28.11.2017
ნანახია: 1478

ვროპული სასამართლოს  დიდი პალატის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია. ბოკერიამ მერაბიშვილის პოლიტიკურ დევნაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიხუროს ქვეყნის ისტორიაში ის სამარცხვინო ფურცელი, რომელსაც პოლიტიკური ნიშნით ოპონენტების დევნა ჰქვია.

„ეს სამარცხვინო ფურცელი საქართველოს ისტორიაში უნდა დაიხუროს. უნდა დამთავრდეს საუბარი პოლიტიკურ დევნაზე, პოლიტიკურ პატიმრებზე, რომლებიც ციხეში არიან. ეს არ გახლავთ რომელიმე ცალკეული პატიმრის ინტერესი, რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესი, ეს არ არის შიდა პოლიტიკური ბრძოლის საგანი. ეს არის ქვეყნის მომავლის ნორმალური დემოკრატიული ტრადიციის, ქვეყნის იმიჯის საკითხი და ეს შედის ყველა ჩვენგანის ინტერესებში. პარადოქსული რამ უნდა ვთქვა, ეს შედის დღეს ვინც ხელისუფლებაშია, იმათ ინტერესშიც,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლეთა კოლეგიამ ძალაში დატოვა 2016 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფომ მერაბიშვილთან მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე