შს მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა
საქართველო, თბილისი - 13:48 | 28.11.2017 ნანახია: 970შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინიციატივით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურების სასწავლო ცენტრების წარმომადგენლებისთვის საერთაშორისო კონფერენცია - „კარიერული განვითარება საპოლიციო სისტემაში“ პირველად, საქართველოში ტარდება.
ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორთან, გივი მიქანაძესთან ერთად გახსნა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად ზრუნავს თავისი თანამშრომლების კარიერულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ჩვენ ვმასპინძლობთ საერთაშორისო კონფერენციას - „კარიერული განვითარება საპოლიციო სისტემაში“, რომელიც ევროკომისიის მხარდაჭერით ტარდება. კონფერენციაში ქართული მხარის მონაწილეობის მიზანია კარიერული განვითარების კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და საპოლიციო განათლების მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერება“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოდან, ავსტრიიდან, ლიტვიდან და ჩეხეთის რეპუბლიკიდან მოწვეული ექპერტები, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული მოდელის თანახმად, პოლიციელთა კარიერული განვითარებისა და პროფესიული საპოლიციო სწავლების მიმართულებით პრეზენტაციებს წარადგენენ.
კონფერენციის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურების სასწავლო ცენტრებსა და აკადემიებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება, ასევე,
პოლიციელთათვის პროფესიული განათლების და კარიერული განვითარების სისტემის გაუმჯობესება.
ღონისძიებას აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 წევრი ქვეყნის პოლიციის აკადემიების რექტორები, თანმხლებ დელეგაციებთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო
ურთიერთობების დეპარტამენტის, კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის,
იურიდიული დეპარტამენტის და ადამინური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებიან.
საერთაშორისო კონფერენცია ევროპის კომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის (TAIEX) ინსტიტუციონალური განვითარების ინსტრუმენტის ფარგლებში ხორციელდება.
პოლიტიკა
- ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
- სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- "თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს, ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა