პენტაგონმა უცხოეთში მყოფი ამერიკული კონტინგენტის რაოდენობა დაასახელა

საქართველო, თბილისი - 13:31 | 28.11.2017
ნანახია: 939

ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მომსახურე სამხედროების რაოდენობა დაასახელა. 30 სექტემბრის მონაცემებით, ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რაოდენობამ 15 300, ერაყში - 8 900, სირიაში კი 1720 ადამიანი შეადგინა.

ყველაზე დიდი, 45 ათასიანი კონტინგენტი შეერთებულ შტატებშს იაპონიაში ჰყავს, შემდეგ მოდის გერმანია და სამხრეთ კორეა. სულ საზღვარგარეთ მომსახურე ამერიკელი სამხედროების რაოდენობა 257 300-ს აღწევს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე