აშშ-ს პირველმა ლედიმ თეთრი სახლი სადღესასწაულოდ მორთო (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 13:09 | 28.11.2017
ნანახია: 1386

ამერიკის პირველმა ლედიმ თეთრი სახლი სადღესასწაულოდ მორთო.

საპრეზიდენტო რეზიდენციის მთავარი ღირშესანიშნაობა 5-ნახევარ მეტრიანი ნაძვის ხეა, რომელიც ვაშინგტონში წელს ვისკონსინის შტატიდან ჩაიტანეს.

მთავარმა საშობაო ნაძვის ხემ ბინა ცისფერ დარბაზში დაიდო. თეთრი სახლის სხვადასხვა ოთახებში კი 52 საშობაო ნაძვის ხე დადგეს.

დეკორაციისთვის მელანია ტრამპმა 3 ათასი მეტრი სადღესასწაულო ლენტი, 300 მეტრის სიგრძის გირლიანდები, 18 ათასი ნათურა და 12 ათასამდე სათამაშო გამოიყენა.

საშობაო მიღებებზე სტუმრებს ტკბილეულითა და ორცხობილებით გაუმასპინძლდებიან. დეკემბერში თეთრ სახლში 100-მდე საზეიმო ღონისძიება იგეგმება, რომლებსაც 25 ათასამდე სტუმარი დაესწრება.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე