შეიხი ნაჰაიანი: საქართველო არაჩვეულებრივი ადგილია ბიზნესის საკეთებლად
საქართველო, თბილისი - 12:34 | 28.11.2017 ნანახია: 1468არაბეთის გაერთიანებული საემიროების მინისტრთა კაბინეტის წევრი, ტოლერანტობის მინისტრი შეიხი ნაჰაიანი საქართველოში ინვესტირების დადებით მხარეებზე საუბრობს. ამ თემაზე მან თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მისასალმებელ პანელზე ისაუბრა.
„მე ვიცი ჩემი პირადი გამოცდილებით, რომ საქართველო არაჩვეულებრივი ადგილია ბიზნესის საკეთებლად. როგორც უცხოელ ინვესტორს, მე მთელი რიგი საკითხები მქონდა, რომელიც ბევრ თქვენგანს შეიძლება ჰქონდეს მუშაობის დროს. ეს არის ინვესტიციების განხორციელებისას - რატომ უნდა მოხდეს ინვესტირება საქართველოში - ასეთი კითხვა ისმის. იმიტომ, რომ ამ თემებმა, ამ საკითხებმა დამარწმუნეს, რომ უნდა მოხდეს ინვესტირება საქართველოში“, - განაცხადა შეიხმა ნაჰაიანმა.
არაბეთის გაერთიანებული საემიროების ტოლერანტობის მინისტრმა ის კონკრეტული ფაქტორები დაასახელა, რომელთა გამოც საქართველოში ინვესტიციების განხორციელება ხელსაყრელია. „საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის 4 პროცენტზე მეტი ზრდა არის ყოველწლიურად, კვლავაც გრძელდება ეს ტენდენცია. მეორე - საქართველოში ადვილია ბიზნესის კეთება, საქართველო მე-16 ადგილზეა 90 ქვეყანას შორის მსოფლიო ბანკის მონაცემებით ბიზნესის კეთების სიმარტივით, ანუ, ძალიან მარტივია ბიზნესის კეთება. შემდეგ - საქართველო არის ღია ეკონომიკა, და ის არის 30-ე ადგილზე 167 ქვეყნიდან ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის 2016 წლის მონაცემებით. მეოთხე - საქართველო არის კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა, სადაც ხდება ინვესტირება კორუფციის გარეშე. „ტრანსფარანსი ინთერნეიშენელის“ კორუფციული პარამეტრების მიხედვით მიუთითებს საქართველოს კორუფციისგან თავისუფლებაზე“, - აღნიშნა სტუმარმა.
შემდგომი პარამეტრები, რომლებზეც შეიხმა ნაჰაიანმა ისაუბრა, საქართველოში საგადასახადო მხრივ ხელსაყრელი ინვესტირება და საზღვრისპირა თანამშრომლობაა. კერძოდ, როგორც მან აღნიშნა „საგადასახადო მხრივ ძალიან ხელსაყრელია ინვესტირება, ანგარიშების მიხედვით საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთი მსოფლიოს ქვეყნებს შორის. 16.4 მეათედი არის საგადასახადო განაკვეთი, და ის არის მეცხრე ადგილზე ქვეყნებს შორის მონაცემების მიხედვით. მეექვსე თემა - საზღვრისპირა თანამშრომლობა არის აქტიური და ზუსტად ამიტომ ვართ ამ ფორუმზე. სხვადასხვა შეთანხმემები სრულდება, მათ შორის ევროკავშირთან დსთ-თან, თურქეთთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ეს შეთანხმებები ხელს უწყობს ვაჭრობას, და ზოგიერთ შემთხვევაში ეს ხელშეკრულებები ზუსტად თავისუფალ ვაჭრობას შეეხება“.
კიდევ ერთი თემა, რომელზეც შეიხმა ჰანაიანმა აქცენტი გააკეთა, საქართველოს მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მდებარეობაა, ის ასევე საინტერესო მიმართულებაა ტურისტებისთვის: „მეშვიდე თემა - საქართველოს აქვს გეოსტრატეგიული მდებარეობა, ის ლეგენდარული აბრეშუმის გზაზე მდებარეობს. ცენტრალური აზია, კავკასია საქართველოს მეშვეობით უერთდება ევროპას, ეს არის დამაკავშირებელი რგოლი ევროპას აზიას შორის, ეს არის უმოკლესი გზა პროდუქციის და საქონლის ტრანსპორტირებისთვის. მერვე თემა -საქართველო არის სასურველი ადგილმდებარეობა ტურისტებისთვის, და სხვა მომხიბვლელობასთან ერთად საქართველოს მთები, ბუნება, ზღვის სანაპირო - ეს არის არაჩველებრივი საშუალება, როგორც ყველა ჩვენგანმა ალბათ მივირთვით უგემრიელესი კერძები“.
მეცხრე ფაქტორად შეიხი ნაჰაიანი საქართველოს ადამიანურ რესურსებს ასახელებს -„საქართველოს ადამიანური რესურსები - მისი ლიდერები, მისი ხელმძღვანელები, დინამურები და შორსმჭვრეტელური ხედვის მქონე ლიდერები, და არის ძლიერი ნება, მზაობა ქართველი ხალხის, რომ უზრუნვეყონ მდგრადი განვითარება, კეთილდღეობა, განათლება, ადამიანური მომენტის განვითარება და ის ნიჭი, რაც მათ ღმერთმა უბოძა, რომ განავითარონ და სრულყონ“.
შეიხი ნაჰაიანის განცხადებით, ამ ფაქტორებმა ის საქართველოს გულშემატკივარი გახადა. მან მადლობა გადაუხადა ფორუმის ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ ის საშუალებას იძლევა, გაამყაროს კონტაქტები, ასევე იძლევა საშუალებას უცხოელი ინვესტირებისთვის, რომ ერთად შეიკრიბონ და ერთობლივად განიხილონ პროექტები. „ვულოცავ ფორუმის ორგანიზატორებს სხვადასხვა სექტორების შერჩევისთვის, იმ სამიზნე ფოკუსისთვის, რაც სხვადასხვა ინდუსტრიებზეა გაკეთებული. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პრემიერ მინისტრის წვლილი და დრო,რაც მან დაუთმო ამ ღონისძიებას. ფორუმის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, შეისწავლონ და მოისმინონ ბევრი საინტერესო პროექტი“, - აღნიშნა მან.
პოლიტიკა
- ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
- სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- "თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს, ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა