ჩვენ ბევრის გაკეთება შევძელით საქართველოსთან - აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 12:31 | 28.11.2017
ნანახია: 1052

,,მოხარული ვარ, რომ დღევანდელი რეგიონული კონფერენცია წარმატებით გაიხსნა", -  ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტმა, უენცაიჟანგიმ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე განაცხადა. 

მისივე თქმით, აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთან ურთიერთობის გაგრძელებას და გაღრმავებას გეგმავს. 

,,საქართველოში პირველად სამი წლის წინ ვიყავი, შემდეგ, ორი წლის წინ ვმუშაობდი ასეთი მაღალი წარმომადგენლობის ფორუმებში. მოხარული ვარ, რომ დღევანდელი რეგიონული კონფერენცია წარმატებით გაიხსნა.

პანელზე მინისტრებმა ისაუბრეს თანამშრომლობის განვითარებაზე აზიისა და ევროპის რეგიონებს შორის, ასევე კავშირების გაღრმავებაზე, ცენტრალური აზიის რეგიონთან უფრო მეტი დაახლოებაზე.

ჩვენ ბევრის გაკეთება შევძელით საქართველოსთან. ფაქტობრივად, ინვესტიცია სამ მილიარდამდეა და საკითხი შეეხება გზების, ურბანული ტრანსპორტის, მეტროს, წყლის მიწოდების სისტემების განვითარებას, მიერთებულობას სხვა ქვეყნებთან საქართველოს ჰაბად გადაქცევას.

ასევე, ძალზე ფართომასშტაბიანი პროექტები გახლავთ, მაგალითად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ასევე მომავალში ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალი და ჩვენ აქ მუდამ ჩართულები ვიქნებით. საქართველოსთან მთელი ამ წლების განმავლობაში, ზოგადად დაგვიმყარდა კარგი ურთიერთობა , რომელსაც ასევე გავაგრძელებთ და გავაღრმავებთ", - განაცხადა უენცაი ჟანგიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე