მუგაბეს დაბადების დღე ზიმბაბვეში ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 19:36 | 27.11.2017
ნანახია: 918

ზიმბაბვეს ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ მუგაბეს დაბადების დღე სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

ამავე ინფორმაციით, 21 თებერვალი კალენდარში რობერტ გაბრიელ მუგაბეს სახელობის ახალგაზრდობის დღედ შევა.

ზიმბაბვეს ახალი პრეზიდენტის, ემერსონ მნანგაგვას განმარტებით, ყველაფრის მიუხედავად, რობერტ მუგაბე აღიარებასა და პატივისცემას იმსახურებს, რადგანაც მან სახელმწიფოს შენებას ჩაუყარა საფუძველი.

მუგაბე ზიმბაბვეს 37 წელი მარტავდა. ის სამხედრო გადატრიალების გზით გადააყენეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე