ნინო ლომჯარია სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა და მისგან ამ დროის განმავლობაში კრიტიკა არ გვესმოდა - სერგო რატიანი

საქართველო, თბილისი - 15:36 | 27.11.2017
ნანახია: 1206

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს სახალხო დამცველის პოსტზე 4 კანდიდატი შესთავაზა, თუმცა მმართველმა გუნდმა ნინო ლომჯარია ისე გამოარჩია, რომ შეთავაზებულ კანდიდატებთან მოსმენა არ გაუმართავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ნინო ლომჯარიას კანდიდატურის მხარდაჭერას არ აპირებს.

,,სახალხო დამცველის კანდიდატურა, რომელიც ხელისუფლებამ შეარჩია, სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა და ჩვენ მისგან ამ დროის განმავლობაში კრიტიკა არ გვესმოდა. ასეთ კანდიდატურას ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება. პრობლემა მდგომარეობს მის ბოლოდროინდელ საქმიანობაში და ასევე იმაში, თუ როგორ შეირჩა სახალხო დამცველის კანდიდატურა”, - განმარტა რატიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე