ამინდის პროგნოზი

საქართველო, თბილისი - 14:47 | 27.11.2017
ნანახია: 1119

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 - 29 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე ნალექი. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +6, +11 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

30 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი.

1–3 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და კვლავ გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი, ნისლიანი, შედარებით ცივი და ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე