პრინცი ჰარი დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 14:36 | 27.11.2017
ნანახია: 1159

პრინცი ჰარი დაინიშნა, ამის შესახებ სააგენტო როიტერი იტყობინება.

პრინცის რჩეული 35 წლის მეგან მარკლი გახდა.

ინფორმაცია წყვილის შესაძლო ქორწინების შესახებ ბრიტანულ მედიაში ჯერ კიდევ ზაფხულში გავრცელდა, თუმცა როგორც ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, ბუკინგემის სასახლე ჰარისა და მეგანის ურთიერთობის მიმართ ენთუზიაზმით არ იყო განწყობილი.

ამის მიზეზად მედია ორ ფაქტორს ასახელებდა: მეგანი ჰარიმდე ერთხელ უკვე იყო ქორწინებაში. გარდა ამისა, მას აფროამერიკელი დედა ჰყავს.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე