იურიდიულად არასწორია, რომ არაპოლიტიკური პირები პრეზიდენტის არჩევაში იღებენ მონაწილეობას - მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 12:55 | 27.11.2017
ნანახია: 1214

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, იურიდიულად არასწორია, რომ წარმომადგენლობითი, ადგილობრივი, არაპოლიტიკური პირები პრეზიდენტის არჩევაში იღებენ მონაწილეობას.

როგორც მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას პოლემიკა აუცილებლად მოჰყვება.

„ეს პოლემიკა ამ საკითხს აუცილებლად მოჰყვება და უკვე დაწყებულია. კონსტიტუციის ამ საკითხს როგორ ემხრობიან ოპონენტები, უკვე იცით, მაგრამ, მგონია, იურიდიულად სწორი რაც არის ის უნდა გავაკეთოთ, ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი. თავის დროზე საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა ამ პრინციპის წინააღმდეგი იყო. თქვენ რაც თქვით, თითქმის ყველა ჩვენგანი მაგ აზრზე ვიყავით. დარტყმები ამ კონსტიტუციაზე უკვე მივიღეთ და შესაძლოა, ვიღაცამ კიდევ გაგვაკრიტიკოს, რომ რაღაც შევცვალეთ, ამ დარტყმისთვის მზად ვართ, ოღონდ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. წარმომადგენლობითი, ადგილობრივი, არაპოლიტიკური პირები იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ეს უკვე იურიდიულად არასწორია. მგონია, რომ თქვენ რა ინიციატივაც დააყენეთ, სწორია, მე პირადად, ამის მომხრე ვიქნებოდი“, - მიმართა მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს უპასუხა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე