სექს-მონობაში გატარებული 10 წელი - რას ჰყვება 29 წლის ქალი თავის ტრაგიკულ ცხოვრებაზე

საქართველო, თბილისი - 11:18 | 27.11.2017
ნანახია: 1508

იტალიის პოლიციამ 29 წლის რუმინელი ქალი გაათავისუფლა, რომელმაც სექსუალურ მონობაში 10 წელი გაატარა.

შემზარავი ფაქტი სამართალდამცველებმა შემთხვევით გამოააშკარავეს. პატრულირებისას მათი ყურადღება მოუვლელმა მანქანამ და მისმა მძღოლმა მიიქცია.

პოლიციელებმა ეჭვმიტანილის საცხოვრებელი სახლი დათვალიერეს. მათ სარდაფში საწოლზე მიბმული ქალი და ბავშვები აღმოაჩინეს. 

გაირკვა, რომ ქალი რუმინეთიდან იტალიაში 10 წლის წინ ჩავიდა და ერთ-ერთ ოჯახში მოხუცი ქალის მომვლელად მუშაობდა. 

მოხუცის გადრაცვალების შემდეგ კი ის ოჯახის წევრმა მამაკაცმა დაატყვევა დამასზე სექსუალურად ძალადობდა. 10 წლის განმავლობაში ქალმა 2 შვილი გააჩინა.

პოლიციამ მოძალადე უკვე დააკავა, ქალი და ბავშვები კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე