სასტუმროში უსაფრთხოების ზომები სტანდარტებს შეესაბამება - ,,ლეო გრანდის'' მფლობელი

საქართველო, თბილისი - 10:33 | 27.11.2017
ნანახია: 1404

სასტუმროში უსაფრთხოების ზომები სტანდარტებს შეესაბამება, - ამის შესახებ სასტუმრო ,,ლეო გრანდის'' მფლობელმა ეროლ ავგორენმა განაცხადა.

მისი თქმით, სასტუმროში უსაფრთხოების ზომები სტანდარტებს შეესაბამებოდა. 

,,სასტუმროს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჯარიმა არ ჰქონია. ჩამოსული იყვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, ჩვენ მათთან ერთად ვიმუშავეთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებს. აქ დასაქმებული პერსონალი არ გათავისუფლდება სამსახურიდან”, - განაცხადა ავგორენმა. 

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ხანძარი სასტუმრო „ლეო გრანდში“ 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე