სასტურო ,,ლეო გრანდთან" მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ

საქართველო, თბილისი - 10:23 | 27.11.2017
ნანახია: 948

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა, მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო ,,ლეო გრანდში" დატრიალებული ტრაგედიისას გარდაცვლილებს გლოვობს. 

გლოვაა ბათუმშიც, სადაც დღეს დილიდან სასტურო ,,ლეო გრანდთან" მოქალაქეები მიდიან და ტრაგედიის ადგილას ყვავილები მიაქვთ და ანთებენ სანთლებს. სასტუმროსთან მიდიან სკოლის მოსწავლეებიც. დროშები დაშვებულია სასტურო ,,ლეო გრანდთანაც."

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

27 ნოემბერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე