საქართველოში გლოვის დღეა

საქართველო, თბილისი - 10:07 | 27.11.2017
ნანახია: 1294

საქართველოში დღეს გლოვის დღეა. ქვეყანა აჭარაში დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.
 
ზუსტად ღამის 12 საათზე დაეშვა დროშები საქართველოს პარლამენტისა და თბილისის მერიის შენობებზე, ასევე თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე. 
 
დროშა დაუშვეს აჭარაში იუნკერების სასაფლაოს ტერიტორიაზეც.
 
ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა.



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე