,,გოიმები და ყრუები, 2008 წელს მაინც სად ეყარეთ?!'' - ნიკა გვარამია ევროვიზიის შესახებ

საქართველო, თბილისი - 21:51 | 26.11.2017
ნანახია: 2451

,,გოიმები და ყრუები, 2008 წელს მაინც სად ეყარეთ?!'', ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ,,რუსთავი 2''-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საბავშვო ,,ევროვიზიის'' ჟიურის.

,,ევროვიზიის ქართული ჟიური ღირსია მთელი ცხოვრება ლეფსები და ალეგროვები ასმენინო. გოიმები და ყრუები კაი, 2008 წელს მაინც სად ეყარეთ?!! ეკუთვნოდეს მაინც იმ რუს ბავშვს 12, ბღაოდა სიმღერის ნაცვლად'', - წერს ნიკა გვარამია. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი პოლინა ბოგუსევიჩი გახდა სიმღერით Wings.

რუსმა კონკურსანტმა 188 ქულა მიიღო. წელს საქართველო კონკურსში გრიგოლ ყიფშიძემ წარადგინა, სიმღერით „გულის ხმა” და 185 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე