ბათუმში დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 01:06 | 25.11.2017
ნანახია: 1031

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. 

სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში.

სასტუმრო ,,ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. 

მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე