45 წლის გვინეთ პელტროუ თხოვდება

საქართველო, თბილისი - 16:00 | 22.11.2017
ნანახია: 1479

უცხოური მედიის ცნობით,  მსახიობი გვინეთ პელტროუ და ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერი ბრედ ფელჩაკი დაინიშნენ.

45 წლის ვარსკვალვი ბრედს უკვე რამდენიმე წელია ხვდება, ახლა კი წყვილმა თავიანთი ურთიერთობის დაკანონება გადაწყვიტა.

46 წლის ფელჩაკი ცნობილი სერიალის „ამერიკულ საშინელებათა ისტორიის“ პროდიუსერია.

პელტროუმ და ფელჩაკმა ერთმანეთი სერიალ „გუნდის“ გადაღების დროს 2014 წელს გაიცნეს. თუმცა მათი რომანი 2015 წელს გაღვივდა.

მანამდე გვინეთ პელტროუ გათხოვილი იყო მუსიკოს კრის მარტინზე, რომელთანაც მან 11 წელი იცხოვრა.

ყოფილ ცოლ-ქმარს 13 წლის ეპლი და 11 წლის მოზესი ჰყავს.

კრის მარტინთან ქორწინებამდე გვინეთს გახმაურებული რომანი ჰქონდა ბრედ პიტთან. ისინი ერთმანეთს 1995-97 წლებში ხვდებოდნენ.

პიტთან განშორების შემდეგ გვინეთი ბენ აფლეკს ხვდებოდა. მათმა ურთიერთობამ სამ წელს გასტანა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე