პორტუგალიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 14:20 | 17.10.2017
ნანახია: 923

პორტუგალიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რაიონებში ძლიერი ხანძრის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა.

დაშავებულია კიდევ 55 ადამიანი. 15 მათგანი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. ამის გარდა შვიდი ადამიანი დაკარგულად არის მიჩნეული. მათ შორის ერრთი ჩვილია.

ქვეყანაში შაბათის შემდეგ ცეცხლის 500 კერა დაფიქსირდა. მათგან დილის მონაცემებით აქტიური 50 კერა რჩება. ცეცხლმა ასობით სახლი გაანადგურა.

უსაფრთხოების თვალსაზრისით გადაკეტილია 12 საავტომობილო გზა.

ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ოთხი ათასი მეხანძრე მონაწილეობს. პორტუგალიის დასახმარებლად იტალიამ ორი თვითმფრინავი გამოყო. სამაშველო ოპერაციაში ჩართულნი არიან სამხედროებიც.

პორტუგალიაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე