სექსუალურ შევიწროებაზე ბიორკიც ალაპარაკდა

საქართველო, თბილისი - 13:47 | 17.10.2017
ნანახია: 1133

ჰოლივუდის მსახიობების აღიარების შემდეგ სექსუალურ შევიწროებაზე მომღერალი ბიორკიც ალაპარაკდა.

ვარსკვლავმა აღიარა, რომ მას დანიელი რეჟისორი  სექსუალურად ავიწროებდა. იმის მიუხედავად, რომ მომღერალს რეჟისორის ვინაობა არ დაუსახელებია, საზოგადოება მიხვდა, რომ საუბარი  ლარს ფონ ტრიერს ეხებოდა. მან მომღერალი ფილმში „სიბნელეში მოცეკვავე“ გადაიღო.

 „როდესაც კინოში გადაღება დავიწყე, გავაცნობიერე, რომ რეჟისორს მსახიობის ხელის შეხებისა და მასზე სექსუალური ხასიათის შევიწროების უფლება აქვს. გადაღებებზე ეს ნორმად მიიჩნევა. როდესაც რეჟისორს უარი ვუთხარი, ეწყინა, გადამღები ჯგუფი ჩემს წინააღმდეგ განაწყო და შექმნა ილუზია, რომ ჩემთან მუშაობა რთულია“, - დაწერა ვარსკვლავმა Facebook-ის გვერდზე.

ბიორკს არასდროს სურდა მსახიობობა, ამიტომ ადვილად გადაიტანა კინოში წარუმატებლობა.

ვარსკვლავმა ინციდენტი მას შემდეგ გაიხსენა, რაც ჰოლივუდის მსახიობებმა რეჟისორ ჰარვი ვაინშტაინის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე ისაუბრეს.

 „ვიმედოვნებ, რომ ეს განცხადება დაეხმარება მთელი მსოფლიოს მსახიობებს. მოდით, ერთად შევაჩეროთ ეს“, - მიმართა კოლეგებს ბიორკმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე