პოროშენკომ სადეპუტატო ხელშეუხებლობის გაუქმება გადაწყვიტა

საქართველო, თბილისი - 13:21 | 17.10.2017
ნანახია: 925

შესაბამისი კანონპროექტი უკრაინის პარლამენტის საიტზე უკვე დარეგისტრირდა.

კანონპროექტის თანახმად, 2020 წლის 1 იანვრიდან სადეპუტატო იმუნიტეტი უქმდება.

დოკუმენტის ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ ამოღებული იქნება ნორმა, რომლითაც რადას თანხმობის გარეშე დეპუატებს პასუხისგებაში ვერ მისცემენ.

დღეს 2 ათასამდე ადამიანი არის შეკრებილი  უმაღლესი რადას შენობასთან. 
მასობრივი საპროტესტო აქცია, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ახალი ძალების მოძრაობისა“ და უკრაინის  სხვა პოლიტიკური ძალების მიერაა ორგანიზებული.  

აქციის მონაწილეები დეპუტატის ხელშეუხებლობის გაუქმებას, ანტიკორუფციული სასამართლოსა და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით აპირებენ გამოსვალს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე